Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი - ,,ვინ მინდა ვიყო?"

  ამ ტრენინგმა  ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ დავგეგმო და  გამოვიყენო სასწავლო პროექტები  სწავლებაში; როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა. ვისწავლე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შექმნა სადაც საშუალება მაქვს გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და მიზნები.
          ამ მოდულმა  მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.გავაანალიზე რომ მთავრი როლი პროექტებით სწავლებისას მოსწავლეს ეკუთვნის მე კი მათთვის მეგზურის როლს ვასრულებ,მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას,არგუმენტირებულ მსჯელობას და დასკვენბის გაკეთებას.
             ვიუვერი, ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ - არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

    ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Saturday, June 25, 2016

მერვე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. ყველა ტიპის მოსწავლეს ჩავრთავ საპროექტო აქტივობებში,დიფერენცირებულ მიდგომებს გავეცანით ვიუვერში პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ ცვლილებები დიფერენცირებული სწავლების განყოფილებაში. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ელემენტებს მზა პროექტებში.ვიუვერმა გამაცნო რომ პროექტული სწავლებისას მოსწავლე უნდა იყოს დამოუკიდებელი მსწავლელი, უნდა შეეძლოს საკუთარი უნარ-ჩვევების რეგულირება.გავეცანი მოსწავლის მხარდაჭერისთვის ვიუვერში მოცემულ მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის შექმნილ უამრავ სავარჯიშოს და მეც  ჩემი პროექტისთვის ერთ-ერთი სავარჯიშოს მოდიფიცირება მოვახდინე.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და მსაგავსი ბუკლეტი შევქმენი ჩემი პროექტის ფარგლებში.

Friday, June 24, 2016

მეშვიდე დღე








  მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა, მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენება   რამდენიმე თვალსაზრისით.           
    ბლოგზე ავთვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი     გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს ,მეწყვილეს შევუფასე ნამუშევარი პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკის გამოყენებითრაცდამეხმარა აღმომეჩინა ჩემი მოსწავლის ნაშრომის სუსტი მხარეებიგავეცანი შეფასებისრუბრიკას ვიუვერში და მოვახდინე მისი მოდიფიცირება,  შევქმენი მოსწავლის შეფასების რუბრიკა ბუკლეტისა და სალიდ-შოუსთვის.

Monday, June 20, 2016

მეექვსე დღე

 
 ეს მოდული დამეხმარა გამეანალანიზებინა თუ როგორ დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში,როგორ ვუზრუნველვყო მოსწავლეების მიერ სასწავლო მიზნებისმიღწევა საპროექტო  დავალებებზე მუშაობისას.
   მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენი სავარაუდო ნაშრომი PowerPoint -ში საყვარელი პროფესიის შესახებ. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწვლე 21- საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და შედეგიც უფრო ეფექტურია.
 

Sunday, June 19, 2016

მეხუთე დღე

 
   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ბლოგზე მასალის ატვირთვა, კომენტარის გაკეთება და წაკითხვა. შევაფასე ბლოგზე მასწავლებლის პროექტი რუბრიკის გამოყენებით. მსგავსს რუბრიკას შევიტან სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს ეცოდინებათ იგივე შეფასების რუბრიკები და შეძლებენ თანაკლასელს ნამუშევრის შეფასებას,მეც მექნება საშუალება შევაფასო ბლოგზე ატვირთული მოსწავლეთა ნამუშევარი.
    ვისწავლე სხვადასხვა საძიებო საიტების გამოყენება საძიებო ველში. საძიებო სიტყვის კონკრეტულად ჩაწერა ბრჭყალებით, რაც ნამდვილად გამიადვილებს ძიების პროცესს. ასევე ბუკმარკებში საიტის შენახვა და მოძებნა.
      ასევე ვიმუშავეთ გუგლ დრაივში მასალის ატვირთვაზე,ვისწავლე ამ მასალის კორექტირება და ცვილებების შეტანა,რაც ძალიან მაინტერესებდა. 

Saturday, June 18, 2016

მეოთხე დღე

    ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.  გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას,ამ ხუთ სტრატეგიაში ჩადებული მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო მოსწავლეების უნარ-ჩვევების,ცოდნის შესაფასებლად. მთელი პროექტის განხორციელების მანძილზე მოსწავლეებს ვაფასებ ხუთი მიმართულებით.ეს მიმართულებებია:
1. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
2.თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის შეფასება.
3.პროცესის მონიტორინგი.
4.გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება.
5.გაგების და უნარების დემონსტრირება.
 
შევქმენით სლაიდ-შოუ პროექტის პრეზენტაციისათვის.

Friday, June 17, 2016

მესამე დღე

       ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
          საგნობრივი სტანდარტები დამეხმარა გამეანალიზებინა თითოეული საგნის მისაღწევი   შედეგების და საპროექტო მიზნების მკაფიო ჩამოყალიბებაში.
   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმით მოსწავლეებს გავაანალიზებნებ პროექტის მიზანს და მნიშვნელობას. საკვანძო  კითხვები მოსწავლეებს საშუალებას მისცემმს გამოიყენონ  მაღალი სააზროვნო უნარები,გაიზრონ ზოგადი ცნებები.მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
       მეორე მოდულზე მუშაობის დროს გავეცანი სხვადასხვა პროექტების გეგმის შაბლონებს,  შევძელი ჩემი პროექტისათვის სტანდრტების და სტანდარტებიდან გამომდინარე მიზნების დასახვა.მოვიფიქრე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
       ტრენინგზე მირებული ცოდნა სწორედ დროულია და აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

მეორე დღე


















დავგეგმეთ  პროექტი და  შევადგინე  პროექტის სავარაუდო  გეგმა,
შევქმენი ბუკლეტი პუბლიკაციისთვის მშობლებისა და კოლეგებისათვის პროექტის არსის გასაცნობად.
ვისწავლე როგორ შევქმნა ბლოგი და როგორ გამოვიყენო ის პროექტებით სწავლების დროს.