Sunday, June 19, 2016

მეხუთე დღე

 
   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ბლოგზე მასალის ატვირთვა, კომენტარის გაკეთება და წაკითხვა. შევაფასე ბლოგზე მასწავლებლის პროექტი რუბრიკის გამოყენებით. მსგავსს რუბრიკას შევიტან სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს ეცოდინებათ იგივე შეფასების რუბრიკები და შეძლებენ თანაკლასელს ნამუშევრის შეფასებას,მეც მექნება საშუალება შევაფასო ბლოგზე ატვირთული მოსწავლეთა ნამუშევარი.
    ვისწავლე სხვადასხვა საძიებო საიტების გამოყენება საძიებო ველში. საძიებო სიტყვის კონკრეტულად ჩაწერა ბრჭყალებით, რაც ნამდვილად გამიადვილებს ძიების პროცესს. ასევე ბუკმარკებში საიტის შენახვა და მოძებნა.
      ასევე ვიმუშავეთ გუგლ დრაივში მასალის ატვირთვაზე,ვისწავლე ამ მასალის კორექტირება და ცვილებების შეტანა,რაც ძალიან მაინტერესებდა. 

No comments:

Post a Comment